saqarTvelos mdinareebi - focxoviswyali

ქვეყანა თურქეთი, საქართველო
ტერიტორიული ერთეულები ახალციხის მუნიციპალიტეტი
სათავე არსიანის ქედი
სიგრძე 64 კმ
აუზის ფართობი 1840 კმ²
წყლის ხარჯი (საშ.) 22.4 მ³/წმ

 

სინონიმი: ფოცხოვი.

მდინარე ახალციხის მუნიციპალიტეტში, ზღვის დონიდან 2720 მ. სიგრძე 64 კმ. აუზის ფართობი 1840 კმ². სათავე აქვს თურქეთში, არსიანის ქედის აღმოსავლეთ კალთაზე. ერთვის მდინარე მტკვარს მარცხნიდან. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა იცის გაზფხულზე, წყალმოვარდნები – აგვისტო–ნოემბერში, მდგარი წყალმცირობა – დეკემბერ–თებერვალში. გაზაფხულზე მოდის წლიური ჩამონადენის დაახლოებით 54%, ზაფხულზე – 25%, შემოდგომაზე – 12%, ზამთარზე – 9%–მდე. ყინულნაპირისი, თოში და ძგიფი დეკემბრიდან შუა მარტამდეა, საშუალო წლიური ხარჯი შესართავთან 22,4 მ³/წმ.

იყენებენ ჰესის, წისქვილების ასამუშავებლად, სარწყავად.